11:34 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-09 11:38:01, 1539 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: უკრაინის პრინციპული გადაწყვეტილებაა, ხელისუფლებაში ჰყავდეს „ნაცმოძრაობა“ - ეს არამეგობრული გამოვლინებაა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლების პრინციპული გადაწყვეტილებაა, ხელისუფლებაში ჰყავდეს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და სხვები.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს ფაქტი არამეგობრული დამოკიდებულების გამოვლინებაა, რადგან „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ქვეყანაში მთავარი კრიმინალები არიან.

„რატომღაც აქვს თავისი პრინციპული გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლებას მიღებული, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები ჰყავდეს თავისთან, ეს არის სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე, არახამია და სხვები. ეს არის მათი პრინციპული პოზიცია და სამწუხაროდ, არ იცლვება. მათ იციან, რომ ეს არის არამეგობრული დამოკიდებულების გამოვლინება ქართული სახელმწიფოს მიმართ, იმიტომ რომ ესენი არიან მთავარი კრიმინალები. ჩვენ ამასთან დაკავშირებით მოგვიწევს შეფასებების გაკეთება, თუმცა ღრმად ვერ შევალთ იმის გამო, რომ ქვეყანა არის ომის მდგომარეობაში და უნდა გავუწიოთ ანგარიში“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენტაგონის ხელმძღვანელი უარყოფს, რომ აშშ-ს რაკეტების მარაგი ამოეწურა
"ყაზბეგის" საზღვარზე ₾143 817-ის ოქროს ზოდების უკანონოდ შემოიტანეს - დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები სახელმწიფო უნივერისტეტებში სრულად დაფინანსდებიან - სამინისტრო
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოსა და ნიგერიის მოქალაქეები დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics