10:53 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-03 20:03:57, 833 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგი - თუ ფინეთი მოინდომებს, ის სწრაფად გახდება ნატოს წევრი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ფინეთი გამოთქვამდა სურვილი გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნაწილი, ნატო სიამოვნებით მიიღებდა ახალ წევრს.

„გაწევრიანება ფინეთის გადასაწყვეტია“, - თქვა მან და დასძინა, რომ ფინელებს „უფლება აქვთ გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი“.

„ეს არის ის, რასაც რუსეთი არ ელის, რადგან ისინი უკვე ცდილობდნენ ფინეთის დაშინებას და ამბობდნენ, რომ ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში შედეგები მოჰყვება - თუმცა, თუ ფინეთი და შვედეთი მზად არიან შეუერთდნენ ალიანსს, ნატო "იპოვის გზას ამთ შედარებით სწრაფად", - თქვა სტოლტენბერგმა.

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ გასულ კვირას განაცხადა, რომ მან სტოლტენბერგთან დეტალურად განიხილა ნატოში ახალი სახელმწიფოების მიღების პროცესი.

"აუცილებელია ფინეთის უსაფრთხოების გაძლიერება", - დაწერა მაშინ პრეზიდენტმა სოციალურ ქსელებში. მოგვიანებით, მისი ოფისის ოფიციალურ განცხადებაში ეს უკავშირდებოდა რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.

ფინეთი და შვედეთი ნეიტრალური ქვეყნები არიან და შეგნებულად არ შეუერთდნენ ნატოს ცივი ომის განმავლობაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics