10:12 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-02 21:22:59, 819 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო-ს მონაცემებით, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 25,08 პროცენტი შეადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 25,08 პროცენტი შეადგინა.

როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, ბათუმში საარჩევნო უბნებზე მივიდა 8 395 ამომრჩეველი (40.7%); ხოლო რუსთავსა და გარდაბანში – 31 892 (22.8%)

„უბნების დახურვამდე დარჩენილია სულ რაღაც ორი საათი; ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ.

ხმის დათვლის პროცედურები დღეს 20:00 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზეYoutube-სა და საიტზე მოხდება.

აქვე შეგახსენებთ, რომ საკმაოდ მაღალია არჩევნებზე დამკვირვებელთა რაოდენობა- რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 278 წარმომადგენელი, 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1590 დამკვირვებელი და 4 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს აშუქებს 16 მედიაორგანიზაციის 679 წარმომადგენელი“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების შედეგები 48 საათში გახდება ცნობილი
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
რიანამ გულშემატკივრები თავისი ყველაზე თამამი ფოტოსესიით გაახარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics