10:12 - 05 Aug, 2026
|
2022-04-02 21:10:47, 1045 ნახვა
პოლიტიკა
ცხინვალის მარიონეტი პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებულ დონეცკში ჩავიდა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტი ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში "სამუშაო ვიზიტით" ჩავიდა. ბიბილოვის პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ დაგეგმილია შეხვედრა დონეცკის მარიონეტ ლიდერთან, დენის პუშილინთან. "ანატოლი ბიბილოვი ასევე გეგმავს შეხვედრებს მოხალისეებთან და სამხედრო მოსამსახურეებთან, რომლებიც უკრაინის დენაციფიკაციის სპეცოპერაციაში მონაწილეობენ". – აღნიშნავენ ბიბილოვის პრესსამსახურში. 30 მარტს ანატოლი ბიბილოვმა თქვა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების რეფერენდუმი, შესაძლოა, მაის-ივნისში ჩატარდეს.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)