|
2022-04-02 12:44:18, 687 ნახვა
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობა“ - ბათუმში შუალედური არჩევნები არასამართლიან გარემოში მიმდინარეობს, ცესკო მოსახლეობას აგიტაციას „ოცნების“ სასარგებლოდ უწევს
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, მირადატ ქამადაძის განცხადებით, ბათუმში შუალედური არჩევნები უთანასწორო, არათანაბარ პირობებში მიმდინარობს. მისივე თქმით, ტექნიკური ხარვეზები შეინიშნება, მათს შორის უბნების დაგვიანებით გახსნის ფაქტები. "შუალედური არჩევნები უთანასწორო, არათანაბარ მდგომარეობაში მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის გვაქვს სახეზე რამდენიმე ტექნიკური და არა მხოლოდ ტექნიკური ხასიათის დარღვევა. კერძოდ, რამდენიმე უბანი გაიხსნა დაგვიანებით. განსაკუთრებით დაგვიანებით გაიხსნა 23-ე უბანი (16 წუთი), ასევე, 76-ე უბანი 20 წუთის დაგვიანებით გაიხსნა, 89-ე უბანზე აპარატი სიას არ ბეჭდავს, 23-ე უბანზე სამიდან ორი აპარატი არ მუშაობს. სამწუხაროა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია, ნაცვლად იმისა, რომ უზრუნველყოფდეს არჩევნების სამართლიან და სწორ ჩატარებას, ის დაკავებულია აგიტაციით "ქართული ოცნების" სასარგებლოდ. ამ ეტაპისთვისაც ყველა 14-ვე უბანთან შეინიშნება ადამიანების მობილიზება, მაგრამ ჩვენი მთავარი ინტერესია, არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ გარემოში", - განაცხადა ბრიფინგზე მირდატ ქამადაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)