10:12 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-01 15:02:36, 913 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - სააკაშვილმა უკრაინიდან გამოასწრო იმისთვის, რომ საქართველოში არეულობა ყოფილიყო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, სააკაშვილმა უკრაინიდან გამოასწრო და გამოასწრო იმისთვის, რომ საქართველოში არეულობა ყოფილიყო.

მისივე თქმით, სააკაშვილის მიერ სასამართლოზე გაკეთებული განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ  მისი სურვილია საქართველოს ომში ჩაბმა.

„თვეების განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ თითქოს ეს შეთქმულების თეორიას ჰგავდა. დღეს ეს დადასტურდა მისივე წამოცდენით, როდესაც თქვა - ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ ეს მომენტი დადგებოდა და დადგა. რა მომენტზე საუბრობს? რა იცოდა მან, რისთვის ჩამოდიოდა. დარწმუნებული ვარ, მას ჰქონდა გარკვეული მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ხდება. მან უკრაინიდან გამოასწრო და გამოასწრო იმისთვის, რომ საქართველოში არეულობა ყოფილიყო. საქართველოში არეულობა მისი ხელშეწყობით შესაძლებელია გადაზრდილიყო იმაში, რასაც დღეს გავერიდეთ და არ დავუშვით. მან სასამართლო პროცესზე თქვა - ვიცოდი, ეს მომენტი დგებოდა და ეს მომენტი დადგა, რადგან დადგა მისი სურვილია, რომ იქნებ, საქართველო ომში ჩაებას. ჩვენი ქვეყანა ომში არ ერთვება." - განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების შედეგები 48 საათში გახდება ცნობილი
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
რიანამ გულშემატკივრები თავისი ყველაზე თამამი ფოტოსესიით გაახარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics