10:12 - 05 Aug, 2026
|
2022-03-31 12:39:00, 561 ნახვა
პოლიტიკა
მაიკლ ჩეჩირე: ბიბილოვი და მისი წინამორბედები წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ანექსია ძალიან ახლოსაა
ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლების განცხადებას რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. რეფერენდუმის გამართვასთან დაკავშირებით კავკასიის საკითხებში ანალიტიკოსი მაიკლ ჩეჩირე ეხმაურება. „შეგახსენებთ, რომ ბიბილოვი და მისი წინამორბედები წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ანექსია ძალიან ახლოსაა. გასაგებია, რომ ამჯერად შეიძლება სხვაგვარად იყოს, რეგიონში შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, მაგრამ მე ამას წინასწარ გადაწყვეტილად არ ჩავთვლიდი“, - აცხადებს ჩეჩირე. ოკუპირებულ ცხინვალში განაცხადეს, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. რეფერენდუმი 10 აპრილის შემდეგ გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)