09:27 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-29 13:41:09, 993 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძეს - დაგმე სააკაშვილის განცხადება? ვერ, ერთი ადგილი არ გაქვს, ამიტომ ხარ ჭიჭე ვაშაძე

გუშინ რომ გამოვიდა „ნაცების“ ბელადი, უნდა ჩამოვაგდოთ მთავრობაო, დაგმე?! ვერ დაგმე, იმიტომ რომ არ გაქვს ერთი ადგილი, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს.

ზარქუას თქმით, მნიშვნელოვანია მშვიდობა და ერთიანობა, უკრაინაში ტრაგედია ხდება, თუმცა ქართველი დედების ხარჯზე ომის განეიტრალება მიუღებელია.

„ჩვენი ოპოზიციიდან იყვნენ გამომსვლელები, მაგალითად ბატონი ვაშაძე ამბობდა, მშვიდობა და ერთიანობაო, დიახ გეთანხმებით, მშვიდობა და ერთიანობა და „არა ომს“, რისი რიტორიკაც ბოლო თვეების განმავლობაში იყო საქართველოში და ეს დადასტურდა უკრაინის მაღალჩინოსნის მხრიდანაც. მოგეწონათ? მივმართავ რადიკალურ ოპოზიციას, რომ გიყვართ ხოლმე ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები, კაცმა თქვა საკმარისია უკრაინაშიო და მართლა ტრაგედია ხდება და რუსეთი ოკუპანტი და აგრესორია, მაგრამ ქართველი დედების ხარჯზე განეიტრალება ამ პროცედურის, ამ ომის, ამ უბედურების და თქვენ ერთი ხმა არ ამოგიღით. არ ხართ გულწრფელი და იმიტომ.

ერთიანობას რომ მოგვიწოდებთ ჩვენ და გუშინ რომ გამოვიდა „ნაცების“ ბელადი და თქვა, რომ დადგა ის დრო, ჩვენ უნდა ჩამოვაგდოთ მთავრობაო, ყველა უნდა გავერთიანდეთო - დაგმე? ვერ დაგმე, იმიტომ რომ არ გაქვს ერთი ადგილი რომ ეს გააკეთო, მაშინ იქნებოდი ნამდვილი პოლიტიკოსი, ამიტომ ხარ ჭიჭე ვაშაძე და ასე იქნები ბოლომდე“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ იმპორტიორებს მიერ უკანონო ტარიფების სახით გადახდილი 100 მილიარდი დოლარი დაუბრუნა
ტულას რეგიონში Wildberries-ის ლოჯისტიკური ცენტრზე დრონის თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics