16:07 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-13 14:46:02, 1280 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი – ან იქნება რიგგარეშე არჩევნები ან ვისაც უნდა სამი წელი დაცდა, უნდა შეეგუოს, რომ საქართველო აღარ იქნება

რიგგარეშე არჩევნები ან იქნება ან ვისაც უნდა სამი წელი დაცდა უნდა, შევეგუოთ იმას, რომ საქართველო აღარ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, მიზეზი, რისთვისაც ჩამოვიდა საქართველოში ეს არის მშვიდობიანი, მაგრამ მასშტაბური პროტესტი და ხმის ამოღება უსამართლობის წინააღმდეგ.

„რიგგარეშე არჩევნები ან იქნება ან ვისაც უნდა სამი წელი დაცდა უნდა, შევეგუოთ იმას, რომ საქართველო აღარ იქნება. ჩემს დროს უფრო მეტი შემოდიოდა, ვიდრე მიდიოდა. ბოლო 10 წელიწადში წავიდა 800 000, შემდეგ სამ წელიწადში წავა კიდევ მილიონი ადამიანი და ვისაც ილუზიები აქვს, რომ სამი წლის შემდეგ ა(აიპებ)-ის და სსიპ-ების პარტიას მოუგებს, ეს ხალხი უბრალოდ იჯდება აი, ამ მილიონ 800 ათასი ქართველისგან გადმორიცხულ ფულზე, ყოველ არჩევნებს ჩვეულებრივად დაწერს. ამიტომ, თავს ნუ მოვიტყუებთ მეგობრებო! ჩვენი ერთადერთი გზა და რისთვისაც მე ჩამოვედი საქართველოში, ეს არის ყველგან პროტესტი და ხმის ამოღება უსამართლობის წინააღმდეგ. მშვიდობიანი, მაგრამ ყველგან ძალიან მასშტაბური“, - განაცხადა სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics