|
2022-01-13 14:04:05, 1270 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი – მინდა გავაკეთო აღიარება, მე ვარ მომატებული საფრთხის წყარო ოლიგარქ ივანიშვილისთვის
მინდა გავაკეთო აღიარება, მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო ოლიგარქ ივანიშვილისთვის. – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სააკაშვილის თქმით, ის არის მომატებული საფრთხის წყარო იმ ადამიანებისთვის, ვინც გაიზარდა ხელფასი ჩინოვნიკებისთვის. "გამოაცხადეს, მოვისმინე რომელიღაც ტელევიზიით, რომ სააკაშვილი არის მომეტებული საფრთხის წყაროო, ამიტომ ვინც ის შემოიყვანა ის არის მომეტებული საფრთხის წყაროს შემომყვანიო. მომეტებული საფრთხის რა არის? რადიაციაა, ატომური ბომბი? მინდა გავაკეთო აღიარება, მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო ოლიგარქ ივანიშვილისთვის. იმაზეც ვერ არის წყნარად, რომ ციხეში ვზივარ. მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო იმ ხალხისთვის, ვინც ახლა ხელფასი გაიზარდა ჩინოვნიკებისთვის. 7 ათასი ლარი აქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს მაგალითად ხელფასი. იყო ერთი ცნობილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელმაც მერე ვარდების რევოლუციაში მიიღო მონაწილეობა, რამდენადაც მახსოვს, მას ჰქონდა ხელფასი 500 ლარი. სააკაშვილი იყო თუ არ ვცდები გვარად. ამ ხალხისთვის, მათი ხელფასისთვის მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო!", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)