|
2021-07-30 20:25:14, 823 ნახვა
პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე -აჭარას, ბათუმს, არასდროს უღალატია არც ჩემთვის და არც ჩვენი გუნდისთვის
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ,,ქართული ოცნების" მიერ აჭარაში დასახელებულ მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ დარწმუნებულია თითოეული მათგანის დამაჯერებელ გამარჯვებაში. ,,აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ" დაასახელა მერობის ძალიან ღირსეული კანდიდატები. დარწმუნებული ვართ, რომ პირველივე ტურში ჩვენი კანდიდატები მიაღწევენ დამაჯერებელ გამარჯვებას. პირველი, აღვნიშნავ, რომ ჩვენი გუნდი არის იმაზე ერთიანი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი რეგიონის მოქმედ მერებს გაწეული სამსახურისთვის. ისინი გააგრძელებ ხალხისთვის სამსახურს გუნდში. ის გამოწვევები, რომელიც გვაქვს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში, საჭიროებს ახლებურ მიდგომებს, ახალ სახეებს, ახალ შემართებას, ახალ ენერგიას. გამჭვირვალე გუნდური პროცესის შედეგია ის, რომ შევარჩიეთ ძალიან ღირსეული და ძლიერი მერები. ჩვენ შევინარჩუნებთ გუნდურობას, გუნდის დინამიკას და ეს ახალი სახეები, რომლებიც მუნიციპალიტეტს ძალიან კარგად იცნობენ, ეფექტიანად და კეთილსინდისიერად შეძლებენ ამ პრობლემების გადაჭრას". თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ არჩილ ჩიქოვანი არის კვალიფიციური, კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე, ბათუმის, რეგიონისა და გუნდისთვის ერთგული ადამიანი. ,,დარწმუნებული ვარ ბათუმელებთან ერთად, მათ შორის დედაქალაქთან ერთად ჩვენ პირველივე ტურებში შევძლებთ გამარჯვებას. აჭარას, ბათუმს, არასდროს უღალატია არც პირადად ჩემთვის, არც ჩვენი გუნდისთვის. გვექნება ძალიან აქტიური წინასაარჩევნო კამპანია და ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება ყველგან" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აშშ ესპანეთის მთავრობას ევროპაში მასიური არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობაში ადანაშაულებს
CBS News: აშშ და ისრაელი ამზადებენ ფართომასშტაბიან თავდასხმებს ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე
ირანი იმუქრება აშშ-ს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმით, მორიგი თავდასხმის შემთხვევაში
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)