|
2020-08-03 16:14:02, 2975 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - წინასაარჩევნო პერიოდში სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა
„წინასაარჩევნო პერიოდში სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა", - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს აღარ სჭირდება დამატებითი ზოგი ბალასტი, რომელსაც თავად ბალასტად მიიჩნევს, ზოგი კიდევ იდეური მოწინააღმდეგე. „მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკა, საკუთარი გადმოსახედიდან, დალაგებული და გეგმაზომიერი იყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მან მოიხმარა გაერთიანებულ ოპოზიციაში შემოსული სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები, კონკრეტული ადამიანები და პოლიტიკური ძალები. დღეს, რასაკვირველია, მათ გარეშე სურს გზის გაგრძელება და არავის არ უთქვამს, რომ სააკაშვილი არ ყოფილა ან არ არის „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი. რაღაც ერთი პერიოდი თითქოს ჩრდილში გადაიყვანეს, როდესაც ფიქრობდნენ, რომ თავისი ელექტორალური რესურსი წინ წამოეწიათ და ჩამოშორებოდნენ იმ სისხლიან წარსულს, რომელიც სააკაშვილის პერიოდში იყო. დღეს უკვე მოვიდა წინასაარჩევნო პერიოდი და სააკაშვილს ეს აღარ აინტერესებს, წასულია ვა-ბანკზე და რასაკვირველია, მას აღარ სჭირდება დამატებითი ზოგი ბალასტი, რომელსაც თავად ბალასტად მიიჩნევს, ზოგი კიდევ იდეური მოწინააღმდეგე", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)