|
2020-03-27 10:20:07, 3675 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - „ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან სისტემატურად ვმართავთ შეხვედრებს, რათა მოსახლეობაზე ნაკლები ფინანსური ზეწოლა იყოს“
„ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან სისტემატურად ვმართავთ შეხვედრებს. არსებულ საგანგებო სიტუაციაში მნიშვნელოვანია იმ პროცედურული საკითხების რეგულირება, რომელიც შეუფერხებელი მუშაობის გაგრძელებისთვის აუცილებელია”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. იგი ბიზნესომბუდსმენთან, მიხეილ დაუშვილთან ერთად, მსხვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა და ქვეყანაში არსებული მარაგების საკითხი კიდევ ერთხელ განიხილა. შეხვედრაზე ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტის შეუფერხებელი მიწოდების და მათზე ფასების შენარჩუნების საკითხზეც იმსჯელეს. მან ასევე აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა“, რომელსაც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო შემოსავლების სამსახურთან ერთად განახორციელებს. „რთული საკითხია ფასების რეგულაციის თემა, რომელიც ბევრ ფაქტორთანაა დაკავშირებული. ორმა რგოლმა - მიმწოდებლებმა და სავაჭრო ქსელებმა ერთმანეთთან უნდა შეათანხმონ პირობები, რათა მოსახლეობაზე ნაკლები ფინანსური ზეწოლა იყოს. საგანგებო ვითარებაში ყველა პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად კონტროლირებადი და მოსახლეობისათვის ნაკლებად მძიმე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მსხვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყანაში საკმარისი, რამდენიმე თვის სასურსათო მარაგებია და ამ მხრივ პრობლემები არ არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ აღარ ფიქსირდება პანიკური შესყიდვები. რაც შეეხება 9 პროდუქციაზე ფასების რეგულაციას, სახელმწიფოს მიერ მაქსიმალური კოორდინაცია ხორციელდება ყველა რგოლთან, რათა პირველადი მოხმარების სურსათზე ფასები შენარჩუნებული იყოს. პრემიერ-მინისტრთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს დაევალა. სამინისტრო არსებული მიმართულებებით 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)