|
2020-03-23 02:44:20, 4453 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ვფიქრობ, აირზენას დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან და სხვას არაფერს
ვფიქრობ, „აირზენას" დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან და სხვას არაფერს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „აირზენას" ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ჩარტერული რეისები ევროპიდან საქართველოს მთავრობის განკარგულებით შეჩერდა. პრემიერის განმარტებით, მთავრობის ამოცანაა, მაქსიმალურად სწრაფად, ორგანიზებულად გამოიყვანოს საქართველოს მოქალაქეები ევროპის და საერთოდ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან. „რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, არავის დაავიწყდეს, რომ არის საგანგებო მდგომარეობა. თუ კომპანიები საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად, არ შეასრულებენ ვალდებულებებს, რომელსაც მათ დააკისრებს სახელმწიფო ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდეგ - სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და განხორციელდება კომპანიების ექსპროპრიაცია სახელმწიფოს ინტერესებში დროებით, რა თქმა უნდა, რათა სახელმწიფომ დაიცვას თავისი ინტერესები. ეს გადაეცით ამ კომპანიის დირექტორს პირადად ჩემგან", - განაცხადა პრემიერმა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)