|
2020-03-09 23:36:24, 2427 ნახვა
პოლიტიკა
Edison Research: მოსახლეობის 65%-ის აზრით, ქვეყანაში ადამიანის უფლებებს პატივს არ სცემენ
ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 65% ფიქრობს, რომ მათ უფლებებს პატივს არ სცემენ. - ინფორმაციას "ფორმულანიუსი" ავრცელებს. „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 65% ქვეყანაში ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას უარყოფითად აფასებენ. ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის 79%-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა დემოკრატიულად იმართებოდეს, თუმცა, ამავდროულად, 42% ამბობს, რომ საქართველო მეტ-ნაკლებად დემოკრატიულად იმართება. ეს ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „ედისონ რისერჩის“ თანამშრომლობით ჩატარებული მეორე კვლევაა. ჯამში „ფორმულასა“ და „ედისონ რისერჩის“ თანამშრომლობის ფარგლებში 6 გამოკითხვა და საარჩევნოდ ეგზიტპოლი ჩატარდება. დღეს წარმოდგენილი კვლევა პირისპირი გამოკითხვის მეთოდითაა ჩატარებული, შესაძლო ცდომილება 2.2%-ია - 95%-იანი სანდოობის დონისთვის.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)