|
2020-03-05 12:16:18, 2526 ნახვა
პოლიტიკა
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ირანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ირანის რესპუბლიკის ელჩს სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდს შეხვდა. მხარეებმა კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. განიხილეს ვირუსზე რეაგირებისა და პრევენციის გზები. „ვისაუბრეთ ძალიან ბევრ ინიციატივაზე. წამოიჭრა საკითხი გაიმართოს მინისტერიალი რეგიონის მასშტაბით იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები კორონავირუსთან გლობალურად ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ მივესალმებით ამ ინიციატივას. დაიგეგმა გარკვეული კომუნიკაციები მინისტრებს შორის და სავარაუდოდ გადაწყდება, რომ მინისტერიალი საქართველოში გაიმართოს. კორონავირუსი გლობალური გამოწვევაა და მნიშვნელოვანია კოორდინაცია ყველა უწყებასა თუ ქვეყანას შორის“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. ირანული მხარე საქართველოში გატარებული პრევენციული ღონისძიებებით დაინტერესდა. მოხდა მათთვის, ამ კუთხით გამოცდილების გაზიარება. „ვირუსმა ძალიან ბევრ ქვეყანაში შეაღწია, მათ შორის ჩვენთანაც. ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რაც კორონავირუსის გამო ჩაკეტილმა საზღვრებმა გამოიწვია. განვიხილეთ ვირუსის პრევენციისა და მასზე რეაგირების გზები. ეს ვირუსი არ ცნობს საზღვრებს, შესაბამისად ჩვენ გვჭირდება ერთად ვიმსჯელოთ და მივიღოთ გადაწყვეტილებები. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ რომ მინისტერიალის გამართვა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა ირანის ელჩმა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)