|
2020-03-03 13:58:47, 1896 ნახვა
პოლიტიკა
დავით ჭიჭინაძე - სირაქლემას პოზა ვერ გვიშველის
„დღეს არა მარტო ჯანდაცვის, ეკონომიკის მხრივ ვდგავართ საკმაოდ დიდი საფრთხეების წინაშე და თუ ასეთ „სირაქლემას პოზაში“ განვაგრძობთ ყოფნას და არანაირ ქმედით ნაბიჯებს არ გადავდგამთ, პანიკა იქნება გარდაუვალი“. ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და ხელისუფლებას მოუწოდებს ამ ფორსმაჟორულ სიტუაციასთან დაკავშირებით ის კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღოს, სადაც ყველა შესაძლო ცუდი შედეგი იქნება ასახული. ჭიჭინაძის განმარტებით პირველ რიგში სერიოზული ღონისძიებებია გასატარებელი იმ ოთხ ძირითად სფეროში, რომელზეც ქვეყნის ეკონომიკაა დამოკიდებული და სადაც პირველ რიგში უნდა იყოს სახელმწიფოს როლი გაძლიერებული.
ეს ყველაფერი დღეს კერძო სტრუქტურების ხელშია და რადგან კერძო სტრუქტურებს ჩვენ ვერ დავავალდებულებთ, აი ამიტომ, სწორედ სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს ქმედითუნარიანობა, რომ ქვეყანაში არ იყოს პანიკა თუნდაც საწვავის, ან სურსათის მიმართებაში. რადგან მარტო ტურისტების რეგულირება და უბრალო სტატისტების როლში ყოფნა, ინფორმირება, ვინ რომელ კარანტინშია გადაყვანილი, ხალხს ვერ გადაარჩენს. ამისთვის, კრიზისით გამოწვეული შედეგები თანაბრად უნდა გადანაწილდეს ყველა ეკონომიკურ სუბიექტზე, მათ შორის ფინანსურ ინსტიტუტებზეც, რადგან ამ გარემოში ფინანსური ვალდებულებების შესრულება პრაქტიკულად შეუძლებებლი გახდება. სხვა შემთხვევაში, დღეს თუ ადამიანების ნაწილი ჯანმრთელობის გამო არიან კარანტინში, ხვალ შესაძლოა ფინანსურ კარანტინში მოვხვდეთ, ან ეკონომიკურ კოლაფსის წინაშე აღმოვჩნდეთ“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)