|
2020-03-02 13:10:14, 1663 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია საარჩევნო სისტემაზე - მნიშვნელოვანია, ფორმულირება წერილობით ვნახოთ, ერთია, რა ისმის ზეპირად და მეორე, რა ჩაიწერება კანონში
დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ახალი საარჩევნო სისტემის წერილობითი ფორმით, კონსტიტუციაში ჩაწერა. მისივე თქმით, ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც ზეპირი განცხადება წერილობით ფორმულირებაში აბსოლუტურად სხვა შინაარსის მატარებელი იყო. „სანამ ჩემს აზრს ვიტყოდე, რას დავუჭერ მხარს და რას არა, მნიშვნელოვანია, წერილობითი ფორმით ვნახო ფორმულირება. ერთია, რა ისმის ზეპირად, მეორეა, რა ჩაიწერება კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში. ხშირად გვინახავს ზეპირი განცხადება, რომელიც წერილობით ფორმულირებაში აბსოლუტურად სხვა შინაარსის მატარებელი იყო. გარდა ამისა, საჭიროა, კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან. დღევანდელი შეხვედრის ფარგლებშიც იქნება მსჯელობა და გავიგებთ მეტ დეტალს, ვინ რა პოზიციაზე დგება. საპასუხისმგებლოა, რომ ეს პროცესი ჩვენი მხრიდანაც დანახული იყოს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)