|
2020-02-28 19:17:04, 2656 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი - კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მითუმეტეს ამ საარჩევნო წელს, რათა ვუზრუნველყოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ოქტომბერში
„კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მითუმეტეს ამ საარჩევნო წელს, რათა უზრუნველვყოთ ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ოქტომბერში“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს. როგორც დეგნანი აღნიშნავს, საქართველოსა და ამერიკას შორის მჭიდრო კავშირის შესანარჩუნებლად ძალისხმევას არ დაიშურებს. „გამარჯობა, მე კელი დეგნანი ვარ და ჩემთვის დიდი პატივია, ვიმსახურო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად საქართველოში. მადლობას გიხდით თბილისში ჩამოსვლის დღიდან გულთბილი დახვედრისთვის და ყველა პოზიტიური, გულწრფელი გზავნილისთვის, რომელიც თქვენგან ჩემს დანიშვნასთან დაკავშირებით მივიღე. საქართველო ამერიკის მნიშვნელოვანი პარტნორია და მე არ დავიშურებ ძალისხმევას, შევინარჩუნო არსებული მჭიდრო კავშირი და ვეძიო თანამშრომლების ახალი არეალი ორ ქვეყანს შორის. თითქმის 30 წელია, რაც ამერიკა ამაყად დგას ქართველი ხალხის გვერდით. ჩვენ საქართველოს დავეხმარეთ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სასამართლო სისტემის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის განვითარებას, რათა ხელი შევუწყოთ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ყველა ქართველისთვის. კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მითუმეტეს ამ საარჩევნო წელს, რათა უზრუნველვყოთ ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ოქტომბერში. მე და ჩემი პარტნიორი, დაგი მოუთმენლად ველით საქართველოს მდიდარი კულტურისა და ისტორიის გაცნობას. ჩვენ უკვე გვქონდა შესაძლებლობა, გვესეირნა თბილისში და გვენახა რამდენიმე მუზეუმი. უკვე მოვიხიბლეთ საზოგადოებრივი ხელოვნებითა და ძველი არქიტექტურით. დაგი მწერალია და ალბათ, მართებულია, რომ პირველი საჩუქარი, რაც აქ მივიღეთ, არის „ვეფხისტყაოსნის“ უმშვენიერესი გამოცემა. იმედი გვაქვს, რომ ერთხელაც შევძლებთ ამ წიგნის ქართულად წაკითხვას, თუმცა ჯერ ვსწავლობთ თქვენს უნიკალურ ენას. რაც შემეხება მე, მე კალიფორნიიდან ვარ და უკვე 26 წელია დიპლომატიურ სამსახურში ვმსახურობ. ვმუშაობდი პაკისტანში, ბოცვანაში, თურქეთში, ავღანეთში, კოსოვოში, იტალიასა და ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)