|
2020-02-27 14:45:28, 1765 ნახვა
პოლიტიკა
ელიზაბეთ რუდი - პოლიტიკოსებთან შეხვედრა კონსტრუქციული იყო, უახლოეს დღეებში, ყველა მხარემ უნდა გამოხატოს საკუთარი პოზიცია
„შემიძლია განვაცხადო, რომ შეხვედრა იყო კონსტრუქციული“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ელიზაბეთ რუდმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ უახლოეს დღეებში უნდა გამოხატონ საკუთარი პოზიცია. „განვიხილეთ პოლიტიკური საკითხები, თუმცა არ ვაპირებ დავაკონკრეტო ჩვენი დისკუსიის თემები. შემიძლია განვაცხადო, რომ შეხვედრა იყო კონსტრუქციული. ყველა მხარეს აქვს ის, რაზეც უნდა იფიქროს და უახლოეს დღეებში გამოხატოს საკუთარი პოზიცია“, - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა. ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის ელჩები ესწრებოდნენ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)