04:07 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-27 13:14:18, 1614 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - იმედს ვიტოვებ, რომ ოპოზიცია დიალოგის მაგიდას დაუბრუნდება

„ევროკავშირი მხარს უჭერს დიალოგს და ჩვენ ერთ პოზიციაზე ვართ, იმედი მაქვს ოპოზიცია უახლოეს დღეებში დაუბრუნდება დიალოგის მაგიდას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ახალი პროპორციული მოდელის 100/40 ის შესახებ, კარლ ჰარცელის რეზიდენციასთან, შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით,  მათი წინადადება არის პრაგმატული, კომპრომისული და სამართლიანი.

„ხელისუფლება, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მხარს უჭერს დიალოგს. ჩვენ ვართ ერთ პოზიციაზე, რომ საჭიროა შეთანხმება. რაც შეეხება ოპოზიციას, მჯერა და იმედს ვიტოვებ, რომ ისინი უახლოეს დღეებში დაუბრუნდებიან დიალოგის მაგიდას და ჩვენ შევძლებთ საბოლოო შეთანხმებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად ის წინადადება რაც დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე, არის პრაგმატული, კომპრომისული და სამართლიანი და არ მგონია ოპოზიციის წარმომადგენლები კატეგირიულად არ ეთანხმებოდნენ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის ელჩები ესწრებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics