03:10 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-21 12:54:55, 2429 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა ოპოზიციის შეხვედრაზე - განხილვის მთავარი თემა მაჟორიტარული ოლქების განაწილებაზე შეთანხმებაა

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გაერთიანებული ოპოზიცია დღეს მორიგ შეხვედრას გამართავს.

ხელისუფლების ოპონენტები შეხვედრაზე 4 აპრილის მასშტაბური აქციისა და საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთიანი სტრატეგიის შემუშავების საკითხს განიხილავენ.

როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, განხილვის მთავარი თემა მაჟორიტარული ოლქების განაწილებაზე შეთანხმება იქნება.

„განხილვის მთავარი საგანი არის მაჟორიტარული ოლქების განაწილება, ახლა აქტიურად მიდის მოლაპარაკება იმაზე, რომ შეთანხმება მოხდეს თბილისში და პრინციპში, ეს შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ვფიქრობთ, რომ სხვა მაჟორიტარულ ოლქებზეც მოხდება შეთანხმება. რა მოდელითაც არ უნდა მოგვიწიოს ჩვენ არჩევნებში შესვლა, ამოცანა არის ერთიანი ფრონტით ივანიშვილის დამარცხება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics