|
2020-02-20 17:19:05, 1311 ნახვა
პოლიტიკა
მინსკში საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ბელარუსში ვიზიტის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ბელარუსის მთლიან შიდა პროდუქტში საინფორმაციო ტექნოლოგიებიდან მიღებულ დოვლათს საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს, რაც სწორად განხორციელებული რეფორმებისა თუ საგანმანათლებლო სისტემის შედეგია. ყოველწლიური შენატანი ეკონომიკაში 2 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს. სწორედ ამ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოსა და ბელარუსს შორის ღრმავდება ურთიერთთანამშრომლობა, რაც მოიცავს საკანონმდებლო და საგადასახადო შეღავათების ფორმირებას საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიისთვის, ამასთან, ბელარუსის მხარის მიერ მაღალკვალიფიციური და მაღალშემოსავლიანი კადრების ფორმირებას მათი სამომავლო დისტანციური დასაქმების მიზნით. ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ბელარუსის მაღალტექნოლოგიური პარკის, IBA ჯგუფს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რაც მოიცავს როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით კადრების გადამზადებას, ქართული კერძო სექტორის მხრიდან იდენტიფიცირებულ გამოწვევებზე ტექნოლოგიურ გადაწყვეტების ფორმირებას ქართულ ინტელექტუალურ რესურსთან ერთად, ასევე შიდა კორპორატიული აქსელერაციისა და სხვა მიმართულებით ცოდნის გაზიარებას. საქართველოს მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, მარიამ ლაშხმა, ხოლო ბელარუსის მხრიდან - IBA ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, სერგეი აკულიჩმა. IBA ჯგუფი ბელარუსის მაღალტექნოლოგიურ პარკის ერთ-ერთი წარმატებული რეზიდენტია, რომელიც ბიზნესპროცესების ავტომიზაციისა და ტექნიკურ-ტექნოლოგიური გადაწყვეტების მიმართულებით მსოფლიო ბაზარს ემსახურება. იგი პარტნიორობს მსოფლიო ისეთ წამყვან კორპორაციებთან, როგორიცაა IBM, Oracle, SAP, Red Hat და სხვა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)