|
2020-02-20 11:27:17, 1071 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრის მოადგილე ევროპის საბჭოს პომპიდუს ჯგუფის აღმასრულებელ მდივანს და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე, ევროპის საბჭოს პომპიდუს ჯგუფის აღმასრულებელ მდივანს - დენის ჰუბერსა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს - კრისტიან ურსეს შეხვდა. შეხვედრაზე ვლადიმერ ბორცვაძემ ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს ოფისს, ევროპის საბჭოს პომპიდუს ჯგუფსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს მიერ განხორციელებულ თანმიმდევრულ ნარკოპოლიტიკაზე, ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით უწყებაში დანერგილი სიახლეებისა და სამინისტროს მიერ 2019 წელს უკანონო ბრუნვიდან ამოღებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ ისაუბრა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის მნიშვნელობა, პომპიდუს ჯგუფში ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების მიზნით პომპიდუს ჯგუფთან სამომავლო თანამშრომლობა. ვლადიმერ ბორცვაძემ ევროპის საბჭოს მხარეს მადლობა გადაუხადა პომპიდუს ჯგუფის მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსებსა და შეხვედრებში სამინისტროს თანამშრომელთა მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)