|
2020-02-19 16:39:55, 1593 ნახვა
პოლიტიკა
ნათია თურნავა: ბელარუსი დაინტერესებულია საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალით
„ბელარუსი დაინტერესებულია, რომ დივერსიფიცირება მოხდეს ბელარუსული ბაზრიდან საქონლის მიწოდების თვალსაზრისით საქართველოს გავლით მესამე ქვეყნებზე, ან პირიქით - ბელარუსში შევიდეს ახალი საქონელი შავიზღვისპირეთის, კერძოდ საქართველოს საპორტე ინფრასტრუქტურის გამოყენებით", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბელარუსის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასსთან გამართული შეხვედრის შემდგომ განაცხადა, რომელზეც ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. მინისტრის განცხადებით, ის ფაქტი, რომ საქართველო ლოგისტიკური ჰაბია, ორივე ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ შეიძლება იქნას გამოყენებული. „ეს შეიძლება ძალიან მომგებიანად იქნას გამოყენებული ორივე ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ - ბელარუსი დაინტერესებულია, რომ დივერსიფიცირება მოხდეს ბელარუსული ბაზრიდან საქონლის მიწოდების თვალსაზრისით საქართველოს გავლით მესამე ქვეყნებზე, ან პირიქით - ბელარუსში შევიდეს ახალი საქონელი შავიზღვისპირეთის, კერძოდ საქართველოს საპორტე ინფრასტრუქტურის გამოყენებით", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ბელარუსის მთავრობას საქართველოს პორტებში ერთობლივი პროექტების განხორციელება შესთავაზა. „ჩვენ ბელარუსის მხარეს ვთავაზობთ, რომ ჩვენ პორტებში განიხილონ ერთობლივი სასაწყობო მეურნეობის, ტერმინალების, ლოგისტიკური ჰაბების მშენებლობის საკითხი, რასაც საკმაოდ დიდი ინტერესით განიხილავენ. ეს კიდევ უფრო გაააქტიურებს ჩვენ სავაჭრო და სატრანსპორტო ურთიერთობებს", - აღნიშნა მინისტრმა. 18 - 19 თებერვალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ვიზიტით იმყოფება და შეხვედრებს მართავს ბელარუსის ხელისუფლების უმაღლეს პირებთან.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)