|
2020-02-19 16:36:55, 1674 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარიზის აეროპორტების გაერთიანების პრეზიდენტს შეხვდა
„გვსურს, საქართველოს მთავრობასთან ერთად შევიმუშაოთ ავიაკომპანიების მოზიდვის სქემა, რათა შეიქმნას ახალი მარშრუტები და საქართველო მოგზაურთა დანიშნულების ქვეყნად იქცეს,"- ამის შესახებ პარიზის აეროპორტების გაერთიანების პრეზიდენტმა, აუგუსტინ დე რომანემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო ფრენებისა და აეროპორტების ბიზნესის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის, მათ შორის, ევროკავშირთან როგორც პირდაპირი კავშირების უზრუნველყოფის, ისე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად განვითარებისთვის. აუგუსტინ დე რომანეს თქმით, შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოში ტურიზმის განვითარების გზებსა და პარიზის აეროპორტების გაერთიანების კომპანიის მზაობას - ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას ამ მიმართულებით. „საქართველოს პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ ქვეყანაში ტურიზმის განვითარების გზები. საქართველოს ისტორია და ბუნება სრულიად შთამბეჭდავია, ტურისტები მთელი მსოფლიოდან უნდა მოვიზიდოთ,"- აღნიშნა აუგუსტინ დე რომანემ. პარიზის აეროპორტების გაერთიანება, კომპანია TAV-ის ძირითადი აქციონერი, აქციების 46%-ის მფლობელი კომპანიაა. პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, აგრეთვე, საუბარი შეეხო TAV Georgia-სთან დაკავშირებულ საკითხებს, კერძოდ, აეროპორტის ოპერირების წესსა და იმ მოთხოვნებს, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს ოპერატორის მიმართ - ტარიფების, ინფრასტრუქტურისა და პირდაპირი ფრენების ქსელის გაფართოების, აგრეთვე, ფრენების დროის მენეჯმენტის თვალსაზრისით. საქართველოს მთავრობასთან ეფექტური თანამშრომლობის მიზნით, კომპანიის მხრიდან გამოითქვა მზაობა, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შეიქმნება სამუშაო დოკუმენტები და სამოქმედო გეგმა. როგორც TAV-ის ძირითადი აქციონერი კომპანიის წარმომადგენლებმა შეხვედრისას აღნიშნეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს რესურსი, გრძელვადიან პერსპექტივაში, განვითარდეს და დამატებით, 5 მლნ მგზავრს მოემსახუროს. კომპანიამ გამოთქვა მზაობა დამატებითი ინვესტიციების განხორციელებაზე და საუბარი შეეხო საქართველოსთან ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხს. პარიზის აეროპორტების გაერთიანების პრეზიდენტმა აუგუსტინ დე რომანემ აღნიშნა, რომ კომპანია მზად არის, საქართველოში, კერძოდ, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში, გამოგზავნოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომლებიც, მსოფლიოს მასშტაბით, აეროპორტების განვითარების გეგმებზე მუშაობენ. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილი ესწრებოდა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)