|
2020-02-18 14:22:44, 1728 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: სამართლიანი სასამართლო არის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური პირობა
„სამართლიანი სასამართლო არის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური პირობა და ვფიქრობ, საქართველო სწორი გზით მიდის“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა იმ უმნიშვნელოვანეს საკანონმდებლო პაკეტებს შორისაა, რომელზეც ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ გასული წლის განმავლობაში იმუშავა. „გაიზარდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, გაიზარდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის ავტონომიურობა, ასევე, დაიხვეწა მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურა. რეფორმამ დაიმსახურა დადებითი შეფასებები აშშ-ის, ევროკავშირის, ევროსაბჭოს და ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან. სამართლიანი სასამართლო არის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური პირობა და ვფიქრობ, საქართველო სწორი გზით მიდის რადგან სასამართლოს საქმიანობის სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოქალაქეებსა და სახელმწიფო ადმინისტრაციას შორის დავებში მიღებული გადაწყვეტილებების თანაფარდობა დღეს უკვე დაბალანსებულია, ხოლო ევროსასამართლოში შეტანილი საჩივრების რაოდენობა 60%-ით შემცირდა; საქართველო Fraser Institute-ის დამოუკიდებელი სასამართლოს ინდექსში 2004-2012 წლებში 89-ე ადგილს იკავებდა, ხოლო 2012-2018 წლებში 66-ე ადგილს იკავებს; 2019 წელს პარლამენტმა მიიღო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის ახალი რეგულაციები, ჩაატარა ღია და გამჭვირვალე პროცესი და დანიშნა 12 ახალი მოსამართლე, ხოლო უზენაეს სასამართლოში ვაკანტური დატოვა ადგილების ნახევარი, რომელსაც შემდეგი პარლამენტი დააკომპლექტებს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)