|
2020-02-17 18:25:49, 1966 ნახვა
პოლიტიკა
შოთაძე უგულავას საქმეზე: ეს იყო და არის ალბათ, უდიდესი კორუფციული ფაქტი საქართველოს ისტორიაში
„ეს იყო და არის ალბათ, უდიდესი კორუფციული ფაქტი საქართველოს ისტორიაში“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რითიც გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას მიმართ გამოტანილ განაჩენს. როგორც შოთაძემ აღნიშნა, 48 მილიონი ლარიდან, რომლის გაფლანგვასაც გამოძიება ედავებოდა გიგი უგულავას, 16 მილიონი დაირიცა პლასტიკურ ბარათებზე, დანარჩენი კი პარტიასა და პარტიულ ინტერესებს მოხმარდა. „ამ შემთხვევაში, მე შემიძლია გარკვეული დაზუსტება შევიტანო, რომ 16 მილიონიც და დარჩენილი თანხაც, მოხმარდა პარტიას და პარტიულ მიზნებს და ფაქტი, რომ ვიღაცეებზე დამზადდა პლასტიკური ბარათები, სადაც ჩაირიცხა 14 მილიონი იყო ამ გაფლანგვის ჩადენის ხერხი, დანარჩენი თანხა გამოტაილი იქნა ბანიდან, „ლიბერთი ბანკიდან“ მაღალი თანამდებობის პირების მიერ და ნაღდი ვალუტის სახით დაიხარჯა პარტიული მიზნებისთვის. ეს იყო და არის, ალბათ უდიდესი კორუფციული ფაქტი საქართველოს ისტორიაში, არ შეიძლება არ გავიხსენოთ ყოფილი მერის მიერ ჩადენილი სხვა კორუფციული ფაქტები, რაზეც ასევეა დადგენილი განაჩენი. შემიძლია გაგახსენოთ „თბილსერვისის“ საქმე, სადაც მსგავსი მეთოდით მოხდა 5 მილიონამდე ლარის გამოყენება პარტიული მიზნებისთვის. ასევე მინდა გაგახსენოთ „სითი პარკის“ საქმე, რომელზეც ჯერჯერობით განაჩენი არ დამდგარა. აქაც მერიის მიერ შესაბამისი დარღვევებით ხდებოდა თანხების არამიზნობრივი ჩარიცხვა „სითი პარკისთვის“. აქ საუბარია 2 მილიონამდე ლარზე“, - განაცხადა შოთაძემ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)