|
2020-02-16 18:06:24, 1935 ნახვა
პოლიტიკა
კლაუდია როტი - ჩვენ, გერმანელებმა - როგორც ევროპელებმა, უფრო ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ, ვალდებულნი ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს გამოწვევების დაძლევაში
"ჩვენ არ უნდა მივცეთ რუსეთს უფლება იფიქროს,რომ ყველაფერი დასრულდა და რომ საქართველო უნდა შეეგუს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას,ათასობით იძულებით გადაადგილებული პირის არსებობას."- ამის შესახებ გერმანიის ბუნდესთაგის ვიცე-პრეზიდენტმა, კლაუდია როტიმ, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კლაუდია როტის თქმით, ის რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება დაუშვებელია. „ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილმა ადამიანებმა ყველაფერი დაკარგეს.მე არ ვისაუბრებ საზღვარზე,ეს არი არის საზღვარი,ეს საქარაველოს შიგნით ხდება.მე ვიყავი იქ,ვესაუბრე სოფლის მოსახლეობას,ვნახე როგორ ტიროდნენ ადამიანები,მათ არ შეუძლიათ სახლში დაბრუნება,ასევე მაქვს ინფორმაცია ადამიანების გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით,ჩვენ, გერმანიამ- როგორც ევროპელებმა უფრო ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ.არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ უკრაინის საკითხი,რაც იქ ხდება დაუშვებელია,თუმცა საქართველოს რეალობაც იგივეა."- აღნიშნა ბუნდესთაგის ვიცე-პრეზიდენტმა. კლაუდია როტიმ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე რეგიონში, რომელიც ქვეყნებს შორის დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას ასრულებს, ისევე როგორც საქართველოს მნიშვნელოვან ტურისტულ პოტენციალზე. „ვფიქრობ,რომ ტურიზმის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი გერმანელი სტუმრობს საქართველოს და ეს რიცხვი იზრდება. ვიმედოვნებ, რომ ტურიზმი მომავალში იქნება მდგრადი,ტურიზმი რომელიც დაფუძნებულია კულტურაზე,ბუნების პატივისცემაზე,თქვენი ქვეყნის მშვენიერებაზე.ეს სწორედ ისაა,რის გამოც ადამიანები მოდიან თქვენს ქვეყანაში. მე მახსენდება ულამაზესი ადგილები თბილისში,შობის პერიოდში,ეს ძალიან ამაღელვებელი და ემოციურად მნიშვნელოვანი იყო."- აღნიშნა კლაუდუა როტიმ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)