|
2020-02-15 16:52:53, 2817 ნახვა
პოლიტიკა
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ, მიუნხენში ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელიც საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში ევროკავშირის მიერ ასოცირების შეთანხმებების შესრულების მხარდაჭერის გაზრდას ეხება. აღნიშნული განცხადება ევროკავშირში ახალი, მრავალწლიანი (შვიდწლიანი) საფინანსო ჩარჩო შეთანხმების (ბიუჯეტის) დამტკიცების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების კონტექსტში გაკეთდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მრავალწლიანი საფინანსო ჩარჩოს გავრცელების პერიოდი (2021-2027) სამი ქვეყნის რეფორმების შეუქცევადობისა და ევროინტეგრაციის თვალსაზრისით გადამწყვეტ პედიოდს ემთხვევა. სწორედ ამიტომ სამ ასოცირებული ქვეყანას მიაჩნია, რომ ევროკავშირის ბიუჯეტში ასოცირების შეთანხმებების მხარდაჭერის სათანადოდ უნდა აისახოს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ასოცირებული ქვეყნები ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, გულმოდგინედ იმუშავებენ ევროინტეგრაციის პროცესების გაძლიერების მიმართულებით. შესაბამისად, სამი ასოცირებული ქვეყანისთვის ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით გათვალისწინებული რთული ვალდებულებების ეფექტინი შესრულებისთვის მნიშვნელოვანი იქნება დამატებითი ფინანსური რესურსი. სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირი მსოფლიოში სტაბილურობისა და განვითარების პროცესის მთავარ მოთამაშედ რჩება, რაც განსაკუთრებით ეხება აღმოსავლეთ სამეზობლოს ასოცირებულ ქვეყნებს - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას, რომელთათვისაც ევროკავშირი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უპირობო მხარდამჭერი და მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. ერთობლივ განცხადებაში ასოცირებული ქვეყნების მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი ერთგულება ასოცირების შეთანხმების შესაბამისად რეფორმების პროცესის განხორციელებისადმი. ცნობისთვის, ეს არის ევროკავშირის ე.წ. ასოცირებული ტრიოს - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის - საგარეო საქმეთა მინისტრების მეორე ერთობლივი განცხადება. გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ერთობლივი დოკუმენტით მინისტრებმა ევროკავშირს წარუდგინეს წინადადებები მათი ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომ პერსპექტივებთან დაკავშირებით.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)