|
2020-02-13 12:13:15, 1585 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი უგულავას საქმეზე - ევროპარლამენტართა მონაწილეობით შეიქმნება ფაქტების დამდგენი მისია, რომელიც გააკეთებს შესაბამის დასკვნებს
პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით შეიქმნება ევროპარლამენტართა მრავალპარტიული ფაქტების დამდგენი მისია, რომელიც ამ საქმეს სამართლებრივ-პოლიტიკური ასპექტით განიხილავს. როგორც ვოლსკიმ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული თემა მხოლოდ მას შემდეგ უნდა გახდეს საერთაშორისო მსჯელობის საგანი, როდესაც გაკეთდება შესაბამისი კომპეტენტური დასკვნა. „უამრავი სპეკულაცია, განცხადებები, გაუგებრობა, შეუთანხმებელი პოზიციების გაჟღერება მოჰყვა გიგი უგულავას სასამართლოს დასრულებას და გამოტანილ განაჩენს. ამასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, სტრასბურგში მყოფმა პარტიის გენერალურმა მდივანმა და აღმასრულებელმა მდივანმა, გამართეს ინტენსიური კონსულტაციები ჩვენს ევროპელ კოლეგებთან და გადაწყდა, რომ შეიქმნება ევროპარლამენტართა შემადგენლობით, მრავალპარტიული ფაქტების დამდგენი მისია, რომელიც ჩამოვა საქართველოში და ამ საკითხებს სამართლებრივ-პოლიტიკური ასპექტით განიხილავს ჩვენთან ერთად და შესაბამის დაასკვნებს გააკეთებს. ეს თემა, უნდა გახდეს საერთაშორისო მსჯელობის საგანი, მხოლოდ მას მერე, რაც კომპეტენტური დასკვნა იქნება გაკეთებული წინააღმდეგ შემთვევში აზრთა სხვადასხვაობა მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს და მის სტაბილურობას“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)