00:27 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-11 16:25:29, 1562 ნახვა

პოლიტიკა
უდუმაშვილი - არც მე-5, არც მე-6 რაუნდი არ იქნება, რადგან, როცა შევდივართ მოლაპარაკების მაგიდასთან, გამოსვლისას ხელბორკილებს გვადებენ

„არც მე-5, არც მე-6 რაუნდი არ იქნება, რადგან, როცა შევდივართ მოლაპარაკების მაგიდასთან, გამოსვლისას ხელბორკილებს გვადებენ“, - ამის შესახებ ფრაქვია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ოპოზიციასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დასრულებულია და ოპოზიცია კვლავ ქუჩის აქციებს განაგრძობს.

„რესურსი ამოწურულია, მოლაპარაკებები დასრულებულია. ჩვენ აღარ მივიღებთ მონაწილეობას მოლაპარაკებების ფორმატში, არც მეხუთე, არც მეექვსე და არც მეშვიდე რაუნდი არ იქნება მარტო იმ მიზეზის გამო, რომ ჩვენ რომ შევდივართ მოლაპარაკებების მაგიდებთან, რომ გამოვდივართ მერე ხელბორკილებს გვადებენ.

ამ პირობებში როგორ წარმოგიდგენიათ, რომ გაგრძელდეს საერთოდ რაიმე სახის მოლაპარაკება ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემაზე, ამიტომ ეს მოლაპარაკებები დამთავრებულია, გადავდივართ მოქმედების სხვა მეთოდებზე, მათ შორის რა თქმა უნდა ქუჩის აქციები, რა თქმა უნდა პროტესტი, პიკეტირება, რეგიონებში გასვლაც იქნება იმიტომ, რომ ჩვენ სხვა არჩევანი არ გაგვაჩნია“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics