|
2020-02-11 13:31:07, 1119 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე: მოლაპარაკებამ შინაარსი დაკარგა, ხომ არ ვითამაშებთ სულელებივით
„მოლაპარაკებამ შინაარსი დაკარგა იმიტომ, რომ ადამიანი იჭერს პოლიტიკურ ლიდერებს“, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მოლაპარაკება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ლაპარაკისთვის არ გიჭერენ. „მოლაპარაკებამ შინაარსი დაკარგა იმიტომ, რომ ადამიანი იჭერს პოლიტიკურ ლიდერებს. ეს ნიშნავს, რომ მათ შორის, მოლაპარაკებების მაგიდასთან რომ სხედან პოლიტიკური ლიდერები, შესაძლოა ისინიც დააკავონ ნებისმიერ დღეს და ხომ არ ვითამაშებთ სულელებივით - ვიღაცა დაიჭირა, მის მაგივრად სხვა შევიდა, მერე ის დაიჭირა, მერე მის მაგივრად სხვა შევიდა, სიგიჟეა უბრალოდ, შინაარსი დაკარგა. ლაპარაკი შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ლაპარაკის გამო არ გიჭერენ და ამ ქვეყანაში ლაპარაკის გამო გიჭერენ“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ. შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების გამო, გაერთიანებულმა ოპოზიციამ მმართველ გუნდთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებული მოლაპარაკებები შეწყვიტა.
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
BOG-ის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე ისაუბრა
ჩაქვში მატარებელმა 35 წლის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა
თელავის ქორწილში მომხდარი ინციდენტის მონაწილე პირის ადვოკატმა ვიდეოთვალთვალის ჩანაწერი გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)