|
2020-02-10 18:54:43, 1274 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა - თავისუფლების გზა თუ გადის ციხეზე, მზად ვარ მესამეჯერ წავიდე ციხეში
„თავისუფლების გზა თუ გადის ციხეზე მზად ვარ მესამეჯერ წავიდე ციხეში“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა. მისივე თქმით, უვიცმა გაბინაშვილმა და უდიპლომო თადუმაძემ ბიძინა ივანიშვილის ბრძანება შეასრულეს. „როგორც ცნობილია ივანიშვილმა თადუმაძის ხელით პრაქტიკულად იგივე საქმეზე, რაც მაქვს მოხდილი. ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება, ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება და ესაა პირადად ივანიშვილის გადაწყვტილება. ბიძინა ივანიშვილმა ეს სასჯელი უვიცი გაბინაშვილისა და უდიპლომო თადუმაძის ხელით მომისაჯა. არავითარი დაჭერა, გინდა პოლიტიკური ლიდერების და ნებისმიერი ჩვენგანის, არ შეგვაცვლევინებს ჩვენ აზრს და არ ვაპირებთ ბინძურ ვაჭრობაში გოგოლის პერსონაჟთან შესვლას. თავისუფლების გზა თუ გადის ციხეზე მზად ვარ მესამეჯერ წავიდე ციხეში. შეზღუდული სივრცე არის შესაძლბლობა და მეტი თავისუფალი დრო, შესაბამისად მე ამაზე არ ვწუხვარ. მე არ ვაღიარებ არაფერს, არც ბრალს ვაღიარებ, მაგრამ ვიღებ სასჯელს. იმიტომ ვიღებ სასჯელს, რომ ივანიშვილის საქართველოში ციხე არის ის ადგილი სადაც ადამიანს შეუძლია იპოვნოს თავისუფლება“, - განაცხადა გიგი უგულავამ. ცნობისთვის, დღეს „ევროპული საქართველოს" ლიდერს, გიგი უგულავას ე.წ „ფონდის" საქმეზე, უზენაესმა სასამართლომ 3 წლით პატიმრობის აღკვეთა მიუსაჯა.
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
BOG-ის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე ისაუბრა
ჩაქვში მატარებელმა 35 წლის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა
თელავის ქორწილში მომხდარი ინციდენტის მონაწილე პირის ადვოკატმა ვიდეოთვალთვალის ჩანაწერი გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)