|
2020-02-10 16:06:09, 1398 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები მზად არიან უმრავლესობის კომპრომისულ ვარიანტს მხარი დაუჭირონ
„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები მზად არიან უმრავლესობის კომპრომისულ ვარიანტს მხარი დაუჭირონ. ამის შესახებ „დამოუკიდებელმა დეპუტატების“ წევრმა, ლევან კობერიძემ განაცხადა. მისი თქმით, ისინი იმ შემთხვევაში დაეთანხმებიან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 100/50-ზე პრინციპით, თუ არჩევნებზე მისვლა საქართველოს ტერიოტორიაზე მცხოვრები ყველა პირისთვის სავალდებულო გახდება. „პირველი, 2024 წლიდან აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს პროპორციული საარჩევნო სისტემა და სრულიად გამოირიცხოს კონსტიტუციაში რსებული მუხლის ცვლილება 2020 წლიდან. თუკი 2020-2024 წლებს შორის დადგება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა, არჩევნები ჩატარდეს იმავე ორინციპით, რაც ამოქმედდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის. არჩევენბის შედეგების მაღალი ლეგიტიმაციისთვის, ფართო პოლიტიკური ჩართულობით გაიმართოს მსჯელობა და შეთანხმების საფუძველზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა გახდეს სავალდებულო არჩვენების დღეს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. მეოთხე, ზემოაღნიშნული სამი პირობის გათვალისწინებით ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ფართო კონსესუსის მიღწევას და მხარი დავუჭიროთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 100 პროპორციული და 50 მაჟორიტარული მოდელით. ესაა ჩვენი კომპრომისული შეთავაზება“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
BOG-ის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე ისაუბრა
ჩაქვში მატარებელმა 35 წლის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა
თელავის ქორწილში მომხდარი ინციდენტის მონაწილე პირის ადვოკატმა ვიდეოთვალთვალის ჩანაწერი გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)