|
2020-02-09 15:48:23, 1857 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირი - საქართველომ განაგრძო ISIS წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მხარდაჭერა
ევროკავშირმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში შეფასებულია 2019 წელს საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში. კერძოდ, ხაზგასმულია, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, საქართველომ განაგრძო "ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მხარდაჭერა. ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ იანვარში საქართველომ დაამტკიცა 2019-2021 წლების ეროვნული სტრატეგია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს სტრატეგიის ერთ-ერთ ქვაკუთხედსა და ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ეროვნული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილმა უწყებათაშორისმა მუდმივმოქმედმა კომისიამ შეიმუშავა, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავმჯდომარეობს. კომისიის მიზანია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრა, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების მინიმუმამდე შემცირება და პრევენცია, ასევე, სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა. ასევე, დოკუმენტში ხაზგასმულია ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს წამყვანი როლი. ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო კვლავინდებურად მასპინძლობს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ინიციატივის სამდივნოს, რომელიც ევროკავშირის რვა სამდივნოდან ერთ-ერთია, რაც ევროკავშირს შესაძლებლობას აძლევს, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს როგორც მეზობელი, ასევე შედარებით შორს მყოფი ქვეყნების ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მზადყოფნის თვალსაზრისით. აღნიშნული სამდივნო განთავსებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
BOG-ის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე ისაუბრა
ჩაქვში მატარებელმა 35 წლის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა
თელავის ქორწილში მომხდარი ინციდენტის მონაწილე პირის ადვოკატმა ვიდეოთვალთვალის ჩანაწერი გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)