|
2020-02-07 19:56:49, 2378 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირი: მნიშვნელოვანია, საქართველომ გაანეიტრალოს მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია და გამოხატოს რეფორმების გატარების მზაობა
„მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თვეების განმავლობაში საქართველომ გაანეიტრალოს მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია და გამოხატოს მიმდინარე რეფორმების გატარების მზაობა, განსაკუთრებით საარჩევნო და სასამართლო რეფორმების სფეროებში“, – ეს ის რამდენიმე საკვანძო საკითხია, რომელიც ევროკავშირის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ,,საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ“ მე-4 ანგარიშშია მოყვანილი. ანგარიში მიეწოდება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს, რომლის მორიგი ყოველწლიური სხდომა გაზაფხულზე გაიმართება. ”საქართველო კვლავ ევროკავშირის საიმედო და მნიშვნელოვანი პარტნიორია. მომდევნო თვეების განმავლობაში ყურადღებით დავაკვირდებით პოლიტიკურ მოვლენებს, ქვეყანაში არსებული მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის გათვალისწინებით. ველით, რომ წელს არჩევნები თანაბარი პირობების დაცვით და პლურალისტურ მედია გარემოში ჩატარდება. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის მეშვეობით კონფლიქტის მოგვარების საკითხში კვლავ აქტიურად ვართ ჩართულები", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა. სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარის, ოლივერ ვარჰეის თქმით, გადამწყვეტია, რომ საქართველომ განაგრძოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში საკვანძო რეფორმების განხორციელება. „საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის გასაძლიერებლად საჭიროა დამატებითი სტრუქტურული რეფორმები ისეთ სფეროებში, როგორიცაა, მაგალითად, საფინანსო ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო ბაზრებთან უკეთესი ინტეგრაცია და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება.საქართველოს ჩართულობა უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლაში კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირი მზად არის დაეხმაროს საქართველოს ამ ძალისხმევაში", - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
BOG-ის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე ისაუბრა
ჩაქვში მატარებელმა 35 წლის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა
თელავის ქორწილში მომხდარი ინციდენტის მონაწილე პირის ადვოკატმა ვიდეოთვალთვალის ჩანაწერი გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)