|
2020-02-07 13:27:31, 1823 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულ ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ახლადდანიშნულ ელჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შეუქცევადობას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებების დაცვისა და გავრცელების ერთობლივ ძალისხმევას ემყარება, არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მიმართულ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, როგორიცაა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), მზარდი საგარეო დაფინანსება (FMF) და ერთობლივი წვრთნების გაზრდილი მასშტაბები. ასევე, განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ქართველი სამხედროების წვლილი. თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე წარმატებული რეფორმების მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის სრული მზადყოფნა გამოხატა. თავდაცის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია, აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი და აშშ-ის საზღვაო ქვითი ძალების ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი კარლ ვიტი დაესწრნენ.
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
BOG-ის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე ისაუბრა
ჩაქვში მატარებელმა 35 წლის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა
თელავის ქორწილში მომხდარი ინციდენტის მონაწილე პირის ადვოკატმა ვიდეოთვალთვალის ჩანაწერი გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)