|
2020-01-21 16:21:28, 1464 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია: კომიტეტის სხდომაზე ჩვენ ვიხილეთ თეა წულუკიანის სპექტაკლი
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი, გიგა ბოკერია საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის მოხსენებასა და თეა წულუკიანის განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, კომიტეტის სხდომაზე თეა წულუკიანმა დადგა სპექტაკლი. „ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ჩვენ ვიხილეთ თეა წულუკიანის სპექტაკლი. უწიგნური, უვიცი და ბნელი, სხვა ეპითეტი არ არსებობს იმის აღსაწერად, რაც დღეს ვნახეთ. მან ისიც კი არ იცის, არ გაუგია და არ დაინტერესებულა, რომ სახალხო დამცველის ფუნქცია არსად მსოფლიოში, ნორმალურ ქვეყნებში არ არის ივანიშვილის, ზოგადად ხელისუფლებისა და უფრო ფართოდ, პოლიტიკოსების რეპუტაციის დაცვა. საყვედურად წაუყენა, რატომ არ იცავთ ჩვენს რეპუტაციასო. ან ვინ უთხრა, რომ გარეგნობაზე და ჩაცმულობაზე უნდა ილაპარაკოს? იმის ნაცვლად, რომ იუსტიციის მინისტრი შეწუხებულიყო იმ პრობლემებით, რაც იყო სახალხო დამცველის მოხსენებაში და დისკუსია გაემართათ, ისაუბრა, თუ როგორ უნდა იცავდეს სახალხო დამცველი მარჩენალი ივანიშვილის რეპუტაციას, ასევე ისაუბრა გარეგნობასა და ჩაცმულობაზე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ. გარდა ამისა, ბოკერიას თქმით, ყოფილი ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები, ვერ გაამართლებს არსებულ პრობლემებს. „ყოფილმა ხელისუფლებამ, რომლის ნაწილიც მე გახლდით, არჩევნებში მარცხით დამსახურებული პოლიტიკური ფასი გადაიხადა იმ უმძიმესი პრობლემების გამო, რომელიც ჩვენ გვქონდა პენიტენციურ სისტემაში. ოღონდ, ეს იყო რვა წლის წინ. ამის შემდეგ მოვიდა ხელისუფლება, რომელიც მოვიდა ლეგიტიმური კრიტიკით. იმის მაგივრად, რომ წინ წაეყვანათ საქმე, დამარცხებული ორგანიზებული დანაშაულის ფონზე კონტროლი დაეწესებინა სასჯელაღსრულების მუშაკების მხრიდან, დააბრუნეს იქამდე არსებული პერიოდი. ჩააბარეს სისტემა ორგანიზებულ დანაშაულს. ყველა ნიშანი ამისი გვაქვს, რაც დაცვას კი არა, სრულ განუკითხაობას უზრუნველყოფს. ჩვენი პასუხისმგებლობა არანაირად არ ათავისუფლებს ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც ამდენი წელია მართავს ქვეყანას და ყველაფერზე ერთადერთი პასუხი აქვს, რომ ადრე იყო სერიოზული პრობლემები. რას შველის ეს ჩვენს საზოგადოებას, ან პატიმრების უფლებებს რით ეხმარება, იმაზე მითითება, როგორი პრობლემები იყო ადრე. ეს არის ტიპური დამოკიდებულება ავტორიტარული რეჟიმებისთვის. ამ ტიპის თავდასხმები სახალხო დამცველზე და მისი დემონიზაცია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)