19:30 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-17 13:48:44, 2034 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: უმრავლესობის მხრიდან შოთაძის კანდიდატურას ნამდვილად ექნება მხარდაჭერა

 „მინდა გითხრათ, რომ შოთაძის პროკურორის პოზიციაზე საქმიანობის დროს, არა ერთი მნიშვნელოვანი საქმე იყო გამოძიებული ეფექტურად“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, თავის დროზე შოთაძემ მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება და გადადგა, რითაც აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არ არის მთავარი სტატუსი და თანამდებობა.

აქვე, თალაკვაძემ დასძინა, რომ უმრავლესობის მხრიდან შოთაძის კანდიდატურას ნამდვილად ექნება მხარდაჭერა.

 „რაც შეეხება ბატონ შოთაძეს, მე მინდა გითხრათ, რომ მთავარი პროკურორის პოზიციაზე მისი საქმიანობის დროს არა ერთი მნიშვნელოვანი საქმე გვახსოვს, რომელიც იყო გამოძიებული ეფექტურად, დროულად, ეს არის კონკრეტული საქმეები, სადაც მძიმე დანაშაულებთან გვქონდა საქმე, იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, მკვლელობის შემთხვევები და ის საქმეებიც, სადაც საზოგადოების ინტერესი იყო მაღალი.

რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას გადადგომასთან დაკავშირებით, მაშინაც, როდესაც საზოგადოებას ჰქონდა კითხვები და როდესაც დაზარალებულმა გამოთქვა კითხვები მის მიმართ, მან ასევე მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება და დატოვა თანამდებობა ნიშნად იმისა, რომ თანამდებობა არ არის ყველაზე მთავარი და სტატუსი არ არის ყველაზე მთავარი ჩვენი ხელისუფლების პირობებში.

მე არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ მისი კანდიდატურა შესაძლო იყოს ერთ-ერთი, ვინც წარმოდგენილი იქნება პარლამენტში განსახილველად დ ვფიქრობ, რომ უმრავლესობის მხრიდან მის კანდიდატურას ნამდვილად ექნება მხარდაჭერა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics