|
2020-01-16 15:17:08, 1230 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია: NDI-ის კვლევა ასახავს იმ უმძიმეს ვითარებას, რომელშიც ქვეყანა ივანიშვილმა შეიყვანა
„ეს კვლევა ასახავს იმ უმძიმეს ვითარებას, რომელშიც შეიყვანა ქვეყანა ივანიშვილმა და მისმა „კლოუნების არმიამ“, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგები. ბოკერიას თქმით, საზოგადოება ხედავს, როგორ ეროვნულ საფრთხედ იქცა ივანიშვილი და მისი გუნდი. „ეს კვლევა ასახავს იმ უმძიმეს ვითარებას, რომელშიც შეიყვანა ქვეყანა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „კლოუნების“ არმიამ. ისტორიული ანტირეკორდია ადამიანების, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებას მიჰყავს ქვეყანა არასწორი მიმართულებით, მიყავს პოლიტიკური უფსკრულისკენ. დემოკრატიის ხარისხის შეფასებისას ვხედავთ, რომ ასევე ანტირეკორდი არის, რაც ბუნებრივია, რადგან საზოგადოება ხედავს, როგორ ეროვნულ საფრთხედ იქცა ეს სამარცხვინო ლიდერი და მისი კლოუნები. დემოკრატიული ოპოზიცია აშკარად ჯაბნის ჯამში „ქართულ ოცნებას“. „ევროპული საქართველოსთვისაც“ ტენდენციის თვლსაზრისით კარგი მონაცემებია, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ივანიშვილი განწირულია მარცხისთვის, უბრალოდ, ჩვენი ამოცანაა, ეს განხორციელდეს ქვეყნისთვის ნაკლები ზიანის ხარჯზე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)