18:35 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-16 11:59:29, 1347 ნახვა

პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათ შეხედულებებთან არც ერთი პარტია არ დგას.

კერძოდ, კითხვას „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?“ - გამოკითხულთა 20%-მა განაცხადა, რომ „არც ერთი“; 19%-მა - „ქართული ოცნება“ დაასახელა; 14%-მა პასუხზე უარი განაცხადა; 13%-მა - „ნაციონალური მოძრაობა“; 7%-მა „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“; 6%-მა „ლეიბორისტული პარტია“; 5%-მა - „პატრიოტთა ალიანსი“; 4%-მა - „ახალი საქართველო“; 3%-მა - „ერთიანი საქართველო“; 2%-მა - „გირჩი“; 1%-მა - „თავისუფალი საქართველო“; 1%-მა სხვა.

კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics