|
2020-01-12 14:44:09, 1743 ნახვა
პოლიტიკა
ქეთევან ციხელაშვილი- ჩვენი კურსი არ იცვლება - ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის მშვიდობასა და შერიგებას არ აქვს არანაირი ალტერნატივა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სოხუმში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ოფიციალური თბილისისათვის მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ვითარების ესკალაცია და მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის არ შეიქმნას რისკები. სახელმწიფო მინისტრმა დასძინა, რომ საქართველოს სახელმწიფო განაგრძობს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც მიმართულია მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ნდობის მშენებლობისაკენ. „როგორც ჩანს, მიმდინარე მოვლენები ცოტა უფრო გრძელვადიან პროცესად იქცა. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ ვითარების ესკალაცია არ მოხდეს და რაიმე რისკები არ იყოს მოსახლეობისათვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ამ პოლიტიკური პროცესების რაიმე ტიპის ლეგიტიმაციაზე, მაგრამ თავის თავად განვითარებები საყურადღებოა სამშვიდობო პროცესისათვის და, განსაკუთრებულად, ორი მიმართულებით. მეორე გახლავთ ასევე სამშვიდო პროცესებისათვის, ნდობის მშენებლობისათვის და ჩართულობის მიმართულობისათვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია განვითარებული მოვლენები. თუმცა, ჩვენი კურსი არ იცვლება. მშვიდობას და შერიგებას ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის არ აქვს არანაირი ალტერნატივა. რა თქმა უნდა, ჩვენი ჩართულობის პოლიტიკა გაგრძელდება. სწორედ ამიტომ განვახორციელეთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ბევრი ახალი სამშვიდობო ინიციატივა. მიუხედავად მავთულხლართებისა და რთული ვითარებისა, მაინც ვახორციელებთ ამ ჩართულობის პოლიტიკას სხვადასხვა მიმართულებით - ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის, გარემოს და ახლა უკვე ვაჭრობის. რა თქმა უნდა, ეს გაგრძელდება და, ვიმედოვნებ, რომ ჩვენი პროაქტიული პოლიტიკის ფონზე ჩვენ შევძლებთ გადაიდგას ნაბიჯები, რომელიც მიმართული იქნება მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ კონფლიქტის მოგვარებამდეც. ჩვენ გვაქვს მზაობაც და, რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯებსაც ვდგამთ, კიდევ ერთხელ, შერიგების და დიალოგის მიმართულებით, საზოგადოების ყველა წარმომადგენელთან. ამოცანაა მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება, ნდობის მშენებლობა, მშვიდობა და, რა თქმა უნდა, საბოლოოდ კონფლიქტის სრულმასშტაბიანი გადაჭრა, რაც აუცილებელია მდგრადი სტაბილურობისათვის, მშვიდობისათვის და საერთოდ განვითარებისათვის დღეს ხელოვნურად გახლეჩილი საზოგადოებებისათვის“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)