|
2019-12-30 15:18:06, 4074 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: 2019 წლის შეცდომა, გავრილოვის პარლამენტში შეყვანა და სპიკერის სავარძელში დაჯდომაა
„2019 წელს შეცდომებიც იყო. მაგალითად, გავრილოვის პარლამენტში შეყვანა და სპიკერის სავარძელში დაჯდომა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მერმა 2019 წელი პოლიტიკურად შეაჯამა. კახა კალაძის თქმით, 2019 იყო პოლიტიკურად რთული, თუმცა მთლიანობაში დატვირთული, საინტერესო და წარმატებული წელი. „იყო რთული წელი, იყო დატვირთული, საინტერესო და წარმატებულიც შეიძლება ითქვას. ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა. რაც მოსახლეობას დავპირდით პროექტების სახით, დიდი ნაწილი დამთავრებულია, ნაწილი განხორციელების პროცესშია და დამთავრდება მომდევნო წლის გაზაფხულ-ზაფხულში. რაც შეეხება პოლიტიკურს, რთული წელი იყო, იყო გამოწვევები, თუმცა იყო გარკვეული არეულობის მცდელობები, დაპირისპირების, კანონს გადაცდომების, მაგრამ არავის უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა. 2020 წელი იქნება საკმაოდ საინტერესო. არის გამოწვევები და ყველაზე დიდი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ასევე არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად იზრდება ჩვენი ეკონომიკა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, ჩვენი ჩართულობით და ყოველდღიური მუშაობით იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტად გავზარდოთ ეკონომიკური ზრდა. შეცდომებიც იყო. უცებ რაც მახსენდება, მაგალითად, გავრილოვის პარლამენტში შეყვანა და სპიკერის სავარჯელში დაჯდომა, რამაც გამოიწვია ახალგაზრდების გულისწყრომა, თუმცა, შემდგომ განვითარებული მოვლენები ეს ამასთან კავშირში არ არის და არის უპასუხისმგებლო, კონკრეტული ოპოზიციის ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებები პარლამენტში შევარდნასთან დაკავშირებით. რაღაც შეცდომები იყო, შეცდომები ყოველთვის არის“, - განაცხადა კალაძემ.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)