|
2019-12-26 10:44:06, 1711 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - არადემოკრატიულია საუბარი, რომ თუ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება არ დაამტკიცა, ბოქლომი უნდა დაედოს
„საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პოლიტიკურ ინიციატივას ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში იღებს, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ლეგიტიმურმა პარლამენტმა და იმაზე საუბარი, რომ თუ პარლამენტმა ეს არ დაამტკიცა, ცუდია და სახლში უნდა წავიდეს, ხოლო თუ დაამტკიცებდა, მაშინ კარგი და პროგრესული იქნებოდა - ეს არის ორმაგი მიდგომა",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „პირველის" ეთერში განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ 20 ივნისის შემდეგ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ გადაცემა „პოლიტმეტრში" ისაუბრა. მისი შეფასებით, ივნისში, პროპორციული არჩევნების თარიღის გადმოწევის შესახებ მმართველი გუნდის ინიციატივის გამოცხადებას პროტესტი არ დაუსრულებია - პროტესტი დარჩა მანამ, სანამ ოპოზიციური პარტიების რესურსი ბოლომდე არ ამოიწურა. „რომ არ მომხდარიყო 20 ივნისი, ყველამ იცოდა თუ არა ამ საზოგადოებაში, რომ პროპორციული არჩევნები 2024 წელს უნდა ჩატარებულიყო? მაშინ მივიჩნიეთ, რომ ოპოზიციის მოქმედებები იყო უპასუხისმგებლო და შესაბამისად, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ გადავდგით ნაბიჯები. პოსტი დატოვა კონსტიტუციით ერთ-ერთმა ყველაზე მაღალი თანამდებობის პირმა და პარტიის თავმჯდომარემ გააკეთა ინიციატივა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გეუბნებით, სამწუხაროა, რომ ეს გადაწყვეტილება ვერ იქნა პარლამენტში მიღებული. თუმცა, ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ინიციატივას, საბოლოო ჯამში, ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში და საქართველოშიც, იღებს პარლამენტი, როდესაც ის საკონსტიტუციო ცვლილებას ან კანონის შეცვლას ეხება. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ლეგიტიმურმა პარლამენტმა. ახლა იმაზე საუბარი, რომ თუ პარლამენტმა ეს არ დაამტკიცა, ეარის ცუდი პარლამენტი, სახლში უნდა წავიდეს და ბოქლომი უნდა დაედოს, ხოლო თუ ამას დაამტკიცებდა, მაშინ იქნებოდა კარგი და პროგრესული პარლამენტი, ბოდიში, მაგრამ ეს არის ზუსტად ორმაგი მიდგომა და ეს არ არის დემოკრატიული. ეს არ არის კანონის უზენაესობის და იმ პრინციპებზე დაფუძნებული მიდგომა, რომელიც არის დასავლეთში",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)