|
2019-12-20 10:44:26, 1220 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრაზე: არავითარი ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს
„არავითარი ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობს“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ სასტუმრო „შერატონში“ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ჩანიშნულ შეხვედრამდე განაცხადა. ვაშაძის თქმით, ხელისუფლება ყველანაირი ხერხით ცდილობს შეინარჩუნოს ერთპიროვნული მმართველობა და იმ შემთხვევაში, თუ არ ჩატარდება დასავლური სტანდარტების შესაბამისი არჩევნები, ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება. „არავითარი ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს, იქნება რაღაც ისეთი, რომ ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული მოკავშირეების თვალში გამოჩნდნენ ვითომ კონსტრუქციულებად და შეინარჩუნონ ყველანაირად ერთპიროვნული მმართველობის შესაძლებლობა. ანუ არჩევნებში მიაღწიონ იმისთანა შედეგს, რომელიც შეუნარჩუნებს მათ ხელისუფლებას, რაც აბსოლუტურად შეუძლებელია, ჩვენ ამაზე არ დავთანხმდებით, თუ ჩვენ არ მოვნახეთ საშუალება, ჩავატაროთ ნორმალური, დასავლური სტანდარტების შესაბამისი არჩევნები საქართველოში, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება იმიტომ, რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, უკვე დაგვენგრა საერთაშორისო რეპუტაცია“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. შეგასენებთ, რომ ამ წუთებში, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის შეხვედრის მორიგი რაუნდი მიმდინარეობს. დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით შეხვედრის მთავარი თემა კვლავ საარჩევნო სისტემა იქნება.
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)