|
2019-12-19 12:11:08, 1829 ნახვა
პოლიტიკა
ჩხენკელი: სკოლებში მანდატურისა და ფსიქო-სოციალური მომსახურების გაძლიერება მოხდება
განათლების მინისტრის თქმით, სკოლებში მანდატურისა და ფსიქო-სოციალური სამსახურის გაძლიერება მოხდება. აღნიშნულის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია აღნიშნული ღონისძიებები საჯარო სკოლების მსგავსად, კერძო სკოლებშიც დაიწყოს. „სამინისტროს ფსიქოსოციალური მომსახურების ფსიქოლოგები აგრძელებენ „მწვანე სკოლაში“ მე-100 და 169-ე საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან მუშაობას, რათა დაეხმარონ მათ ამ უდიდესი სტრესის გადალახვაში. სახელმწიფოსა და ჩვენი სამინისტროს უმთავრესი მიზანია ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა და მათი უფლებების დაცვა. მზრუნველობაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დაიგეგმოს პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც აგვაცილებს მსგავს ტრაგედიებს. ამ მხრივ, სამინისტროს მიერ დაწყებულია საჯარო სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. კერძოდ, სკოლებში მანდატურის სამსახურის თანამშრომელთა გადამზადება. იმ სკოლებში, სადაც არ არის მანდატური, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის გადამზადება. ფსიქო-სოციალური მომსახურების გაძლიერება. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესები დაიწყოს კერძო სკოლებშიც. ხოლო სამინისტროს მხრიდან გაძლიერდეს ამ პროცესების დანერგვის ხელშეწყობა. ამ მიმართულებით პრემიერ-მინისტრისგან დაგვევალა კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება და დაწყებულია კონკრეტულ გეგმაზე მუშაობა. ჩვენ ერთი კვირის ვადაში წარმოვადგენთ ზუსტ და დროში გაწერილ გეგმას, რომელიც მოიცავს როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკულ ინიციატივებსა და ახალი სერვისების შექმნას. დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი ჯგუფი გამართავს მორიგ შეხვედრას და გააგრძელებს მსჯელობას და მუშაობას ამ საკითხებზე“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა - გადაკვალიფიცირდა მუხლი
ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)