|
2019-12-18 02:17:56, 2017 ნახვა
პოლიტიკა
მოძრაობა შეცვალეს წევრები ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მივიდნენ სადაც წარწერები დატოვეს - ვიდეო
სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მივიდნენ, სადაც ისინი 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს აპროტესტებენ. სამოქალაქო აქტივისტებმა ბიზნესცენტრთან წარწერები დატოვეს. შეგახსენებთ, რომ თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი, ლუკა სირაძე იაშვილის კლინიკაში დღეს გარდაიცვალა. მანამდე მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, მოზარდს ტვინის შეშუპება დაეწყო, რის გამოც იაშვილის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. თვითმკვლელობა არასრულწლოვანმა 12 დეკემბერს სცადა. „ამ ცხოვრების დედაც“ – ეს არის ფრაზა, რომელიც, სავარაუდოდ, მოზარდმა „მწვანე სკოლაში“ დაწერა, რასაც მისი გამოკითხვა მოჰყვა. საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლიანი დააკავეს.
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა - გადაკვალიფიცირდა მუხლი
ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)