|
2019-12-16 17:38:14, 1713 ნახვა
პოლიტიკა
ყაველაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს: ციხეში იმიტომ არ გიშვებთ, რომ სუნი არ დააყენოთ
„ციხეში იმიტომ არ გიშვებთ, რომ სუნი არ დააყენოთ“ - ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს სერგო რატიანსა და თინა ბოკუჩავას, ბიუროს სხდომაზე. სხდომაზე, აღნიშნული სიტყვები ყაველაშვილმა მას შემდეგ თქვა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების მონახულება მოითხოვეს. ნათქვამმა, ოპოზიციონერების გაღიზიანება გამოიწვია. „სუნი დგას აქ, ახლა ლაპარაკობთ ნორმალურად? ძალიან სერიოზულ საკითხზე შემოვედით, აწამებთ ადამიანებს, ნაწამები არიან ადამიანები“, - აღნიშნა სერგო რატიანმა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ბიუროს სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა. სხდომაზე სერგო რატიანი და თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარისგან განმარტებას ითხოვდნენ, თუ რის საფუძველზე არ უშვებენ ოპოზიციური პარტიების დეპუტატებს ციხეში პატიმრების მოსანახულებლად. დაპირისპირება დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ამის შემდეგ, ოპოზიციური პარტიების დეპუტატები მანდატურებმა სხდომიდან გაიყვანეს.
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა - გადაკვალიფიცირდა მუხლი
ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)