|
2019-12-16 14:25:46, 1412 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ტყემალაძის განცხადებით, უმრავლესობა კუხიანიძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს
საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ხვალ გაიმართება უმრავლესობის სხდომა და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, დაატოვებინებენ თუ არა დეპუტატის მანდატს საკრებულოს წევრ ერეკლე კუხიანიძეს. გიორგი ტყემალაძე კუხიანიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთება მმართველი გუნდისთვის მიუღებელია. „ეს განცხადება იყო ემოციური, არაკორექტული და შესაბამისად, მე მინდა ვთხოვო ყველას, თავი შეიკავონ, განსაკუთრებით ამ პერიოდში, ზოგადად ასეთი განცხადებების გაკეთება არის მიუღებელი. ჩვენ გვექნება უმრავლესობის სხდომა, კონსულტაციები და რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ამას შეიტყობთ", - განაცხადა ტყემალაძემ. შეგახსენებთ, რომ ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ოჯახი გააკრიტიკა, რასაც საზოგადოებისა და ოპოზიციის მხრიდან მძაფრი რეაგირება მოჰყვა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)